2009 | იანვარი–თებერვალი | 8
საუკუნეების მანძილზე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ზოგიერთ ცხოველს სხეულის დაკარგული ნაწილების რეგენერაციის უნარი გააჩნია. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია დაკარგული ფეხის ან თითის ხელახლა ჩანაცვლება, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ანახლებს სისხლს, კანს და სხვა ქსოვილებს. მსგავსება ისეთ უჯრედებთან, რომელთაც აქვთ რეგენერაციის უნარი, პირველად აღმოჩენილი იყო მაშინ, როდესაც 1950-იან წლებში ძვლის ტვინზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებობს ღეროვანი უჯრედები. ეს ფაქტი მოგვიანებით საფუძვლად დაედო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას – ერთერთ ფართოდ გამოყენებად თერაპიას მედიცინაში. ისტორიაში პირველად, ექიმებს შესაძლებლობა მიეცათ დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლება მოეხდინათ ახალი და ჯანმრთელი უჯრედული მასით. და დაიწყო ახალი ერა მედიცინაში...
|