სიტყვა „ჰემოფილია“ თავისთავად არაფერს ნიშნავს და არ ითარგმნება ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ენციკლოპედია საპირისპიროს ამტკიცებს.
ჰემოფილია სქესთან შეჭიდული რეცესიული თანდაყოლილი დაავადებაა. ჰემოფილიით ავადდებიან მხოლოდ მამრობითი სქესის ბავშვები, რომლებიც დედისაგან იღებენ პათოლოგიურ X-ქრომოსომას. ქალები ჰემოფილიით არ ავადდებიან, ვინაიდან აქვთ ნორმალული ალელური გენი მეორე X-ქრომოსომაში, და, ამრიგად არიან დაავადების „კონდუქტორები.“
ჰემოფილიას ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა. სისხლდენებისადმი მიდრეკილება განპირობებულია სისხლის შედედების შიდა სისტემაში თრომბოპლასტინის წარმოქმნის პროცესის დარღვევით, რაც დაკავშირებულია ანტიჰემოფილური გლობულინის (VIII ან IX ფაქტორის) დეფიციტთან.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქირურგიის განვითარების მომდევნო საფეხურზე, ეს ახალი თაობაა...“ – ეს მინი რობოტების შემქმნელთა სიტყვებია. მათ ხმამაღალი სიტყვა თქვეს ქირურგიის ისტორიაში და პირველი ნაბიჯებიც გადადგეს. ერთი შეხედვით უსიცოცხლო, უსახურ რკინის კონსტრუქციებს სული შთაბერეს და სასწაულების მოხდენა დაიწყეს ქირურგიის ნებისმიერ მიმართულებაში: კარდიოლოგია, გულმკერდის ქირურგია, გინეკოლოგია, აბდომინური ქირურგია, უროლოგია და სხვ. თუმცა უმჯობესია ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ... ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ნახევარი საუკუნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სამყაროში არსებობს იმაზე უფრო მცირე, ვიდრე უბრალოდ „მცირე ნაწილაკია“ და ეს რაღაც „უმცირესი“ ნახევარი საუკუნის შემდეგ მეცნიერების ყველა დარგში გადატრიალებას მოახდენდა. მხოლოდ 1959 წელს ცნობილმა ამერიკელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა გამოთქვა მოსაზრება „უმცირესი ფორმების გასაოცარი სამყაროს“ არსებობის შესახებ. იმავე წელს, თავის ცნობილ ლექციაში „იქ, ქვემოთ დიდი სივრცეა“ აღნიშნა ამ ნაწილაკების გამოყენების შესაძლებლობა მედიცინაში. უკანასკნელ წლებში ფეინმანის მოსაზრება რეალობად იქცა. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მის მიერ აღწერილი პროცესისგან, რომ შესაძლებელია უმცირესი ტექნოლოგიის დახმარებით მოვხვდეთ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, მივაღწიოთ გულამდე და ვაწარმოოთ ოპერაცია გულის სარქვლებზე, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისთვის ეს უკვე რეალურად განხორციელებადი იქნება.