„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“
ავტორი: რიჩარდ სელცერი
|
ორ კვირაზე მეტი იყო გასული, რაც ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით – ეს ამბავი წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. დილით უთენია, ამბულატორიის ფანჯრიდან მოვკარი მას თვალი. კნაჭა, შავტუხა ინდიელი გოგონა, დაახლოებით თოთხმეტი წლის. ფიგურა, ნარინჯისფერ მოყავისფრო, ტერაკოტა, თითქოს უფორმო თიხასაგან ჩამოქნილი. უფროსი, მზეზე გარუჯული ქალი გოგონას უკან და ოდნავ მარცხნივ იდგა. დედა დაბალი და ჩაფსკვნილი იყო.
ნანახია: 5126 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი [5.00] 
|