სისხლის მუსიკა
ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music
|
გაოცებულმა ჩავიფრუტუნე, გადასატანი გამომსხივებლით დავამუშავე დიდი აპარატისათვის ძნელად მისადგომი ადგილები და მიღებული მონაცემები ვიდეომოწყობილობაში ჩავტვირთე. შემდეგ შემოვატრიალე მაგიდა და შევაცურე ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო მოწყობილობის მოჭიქულ შესავალში, „ხახაში“, როგორც ჩვენი მედდები ამბობენ. მოწყობილობის მონაცემებისა და გადასატანი გამომსხივებლის მონაცემების ურთიერთდაკავშირების შემდეგ, ვერჯილი უკან გამოვაგორე და ჩავრთე ეკრანი. წამიერი დაყოვნების შემდეგ თანდათან გამოისახა მისი ჩონჩხის გამოსახულება.
ნანახია: 3648 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი [5.00] 
|