კლიმატის ცვლილებები
ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი, სამედიცინო სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“
N. Gaphrindashvili, Medical Scientific-Practical Journal „Tanamedrove Meditsina“
Climate changes
|
პლანეტის ისტორიის განმავლობაში დედამიწაზე კლიმატი მრავალჯერ შეიცვალა; ერთმანეთს ენაცვლებოდა გამყინვარებისა და დათბობის პერიოდები. კლიმატი დღესაც იცვლება და არა მარტო გარემო, არამედ სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. ოკეანეების, ზღვების, ყინულის საფარის და ატმოსფეროს ტემპერატურული ცვლილებების მიხედვით დადგინდა, რომ 1850 წლის შემდეგ საშუალო ტემპერატურა თითქმის 1-2°C-ით გაიზარდა.
ფაქტორებს, რომლებიც კლიმატის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, კლიმატის განმსაზღვრელი კომპონენტები ეწოდება და მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა მზის რადიაცია, დედამიწის ორბიტის გადახრა, დრეიფი და დინებები, „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, ატმოსფეროს გამჭვირვალობის ცვლა და სხვ.
ორას წელზე მეტია, რაც საწვავი ნივთიერებების, ნახშირისა და ნავთობის გამოყენებამ, ასევე ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა, უახლოეს წლებში დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა კიდევ 2-3°C-ით მოიმატებს, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიების.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება. გრძელდება დებატები იმის შესახებ, რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია.
ნანახია: 14486 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი [5.00] 
|