აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

მუცლის ღრუს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების ტრავმისშემდგომი დეფექტების დახურვა პერიტონეალურ-აპონევროზული აუტოტრანსპლანტატის გამოყენებით [0.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [6019]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [5081]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [3432]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [3347]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [2609]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები

ავტორი: რედაქციისაგან, თარგმნა ნ. გაფრინდაშვილმა
2008 წლის 9 ივლისი, პრია შეტი


მართალია, განვითარებად ქვეყნებში არსებობს ადგილობრივი ჟურნალები, მაგრამ მათი უმრავ­ლესობა განიცდის სერიოზულ მარცხს და აქვს უამრავი პრობლემა. ეს ჟურნალები ჩაკეტილია და მოქცეულია მანკიერ წრეში. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ასეთ სამეცნიერო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება ნაკლებად ღირებულია, მათ ურჩევნიათ აირჩიონ ჟურნალი პრესტიჟისა და ხარისხის მიხედვით, რათა შემდგომში მიიზიდონ სხვა ავტორები.
სამეცნიერო კონფერენციების ცხელი დებატების უმეტესი ნაწილი, როგორც წესი, იშვიათად იკავებს ადგილს ფორმალური სესიის ფორმატში. ალჟირში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრაზე აფრიკის ჯანდაცვის მინისტრებთან, შესვენებებს შორის ყველაზე ცხელი თემა იყო ის, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას წარმოადგენს აკადემიური გამომცემლობების მდგომარეობის გაუმჯობესება. ერთი შეხედვით გასაკვირი არჩევანია, გაილაშქრო ასე აშკარად ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ ადგილობრივი ჟურნალების ნაკლებობა, რომელშიც ქვეყნდება სამეცნიერო კვლევები, განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, საკმაოდ სერიოზულ მნიშვნელობას იძენს.
მართალია, განვითარებად ქვეყნებში არსებობს ადგილობრივი ჟურნალები, მაგრამ მათი უმეტესობა განიცდის სერიოზულ მარცხს და აქვს უამრავი პრობლემა. 2003 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით (ავტორი ედიტ სერტენი), 23 აფრიკული ფრანკოფონული ქვეყნებიდან მხოლოდ ათს გააჩნდა ადგილობრივი სამედიცინო ჟურნალი (Medicine Tropicale, vol 63, p 627). ეს ჟურნალები ჩაკეტილია და მოქცეულია მანკიერ წრეში. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ასეთ სამეცნიერო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება ნაკლებად ღირებულია, მათ ურჩევნიათ აირჩიონ ჟურნალი პრესტიჟისა და ხარისხის მიხედვით, რათა შემდგომში მიიზიდონ სხვა ავტორები.
მსგავსი სიტუაცია სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ახალი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც იყო მცდელობა განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ზოგადად გაეზარდათ თავიანთი სამეცნიერო პროდუქტიულობა. დღეისათვის კი, სადაზღვევო ობიექტები ძირითადად იშველიებენ გლობალურ, საერთაშორისო კვლევებს, რადგანაც ადგილობრივი სამეცნიერო ნამუშევრები, როგორც წესი, არასრულყოფილი და მწირია. ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვისათვის ასეთი ღონისძიებების გატარების სურვილი შესანიშნავია, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გავავლოთ პარალელი ადგილობრივად გამოქვეყნებული ჟურნალების ხარისხსა და რაოდენობის ზრდასთან მიმართებაში.
რატომ? დასაწყისისათვის უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია შესაძლოა სულაც არ შეესაბამებოდეს ცალკეული ქვეყნის საჭიროებას. მაგალითისათვის, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალიზებული აკადემიები, როგორიცაა ვიკრამ პატელის ცენტრი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში, ამტკიცებს, რომ ინდოეთის მენტალური ჯანმრთელობის დაცვის სერვისი შესაძლებელს ხდის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს არა მარტო ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისათვის, არამედ შესთავაზოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს. ასეთი დებატები კი იშვიათად ხვდება საერთაშორისო ჟურნალების ფურცლებზე.
უფრო მეტიც, იმისათვის, რომ განვითარდეს კვლევების შესრულების კულტურა, ადგილობრივ სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალებს შეუძლიათ სხვადასხვა საზოგადოებებს მისცენ საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციულ საქმიანობაში. ასეთი ინტერვენცია თავიდან აგვაცილებს ისეთ ფაქტებს, როგორიც იყო, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანიის ჩაშლა ჩრდილოეთ ნიგერიაში 2003 წელს, როდესაც ატყდა პანიკა, რომ ვაქცინა კონტამინირებული იყო აივ-ინფექციით. არაანგლოფონურ ქვეყნებში კი, ჟურნალებს, რომლებიც იბეჭდება ადგილობრივ ენაზე, შეუძლიათ უზრუნველყონ სხვა საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული ადგილობრივი კვლევები, მაგ:, ინგლისში.
განვითარებად ქვეყნებში დავა იმის შესახებ, რომ კვლევითი აღმოჩენები გამოქვეყნდეს ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორებიცაა: The Lancet, Nature, Science, სავსებით გასაგებია. აღნიშნულ პუბლიკაციებს შესწევთ უნარი ავტორებს დაეხმარნონ კარიერის გაკეთებაში, ან სულაც გაფუჭებაში, მათში პუბლიკაციების განთავსება კი ავტორს გარკვეულწილად უფრო ადვილად ხდის გლობალური ერთიანობის ნაწილად. მაგრამ გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს უპირატესობა მიმართულებას შეუცვლის სამეცნიერო პუბლიკაციებს. ადგილობრივად მიმდინარე კვლევების გამოქვეყნება, არამარტო ჯანდაცვის, არამედ აგრიკულტურისა და გარემოს დაცვის სფეროში, საკმაოდ რთული იქნება საერთაშორისო ჟურნალებში და აქედან გამომდინარე, ნაკლებ პრიორიტეტული გახდება მომავალში მათი ჩატარებაც კი. ერთ-ერთი საშუალება ამ პრობლემის დასარეგულირებლად არის ის, რომ უნივერსიტეტებს შეუძლიათ მკვლევარებს მისცენ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ადგილობრივი ჟურნალი აქვეყნებს მსგავს ნაშრომებს.
ფაქტია, რომ არსებობს კარგი ადგილობრივი ჟურნალებიც. ზოგიერთის აზრით, The South African Medical Journal ერთერთი უძველესი ჟურნალია აფრიკაში და თანაც საკმაოდ წარმატებული. უგანდაში გამოცემულ უფრო ახალგაზრდა ჟურნალს, African Health Sciences, ასევე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების ძალიან ბევრი ჟურნალის გამოცემას აბრკოლებს ტრადიციული ბიზნეს მოდელის არსებობა, რომელიც ცდილობს სარგებელი მიიღოს ბეჭდვითი ხელმომწერებისგან, იმ ეჭვის გამო, რომ სახეზეა კაპიტალის დანაკლისი ბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების დაფარვისას. საერთაშორისო ჟურნალებისათვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ხელმოწერებით და რეკლამირებით მიღებული თანხა (ეს ფაქტორი იწვევს ძალიან ბევრი გამომცემლის უკმაყოფილებას ღია ხელმისაწვდომობის არსებობასთან დაკავშირებით), რაც მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს განვითარებად ქვეყნებში.
სტატიების ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნება ერთ­ერ­თი წინგადადგმული ნაბიჯია. ისეთმა სააგენტოებ­მა, როგორიცაა Wellco­me Trust, წინა პლანზე დააყენეს სტატიების თავისუფალი ხელმისაწვდომობის ინიციატივა და ის ნაწილობ­რივ ხელს უწყობს გან­ვითარებად ქვეყნებს საკუთარ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები თავისუფლად ხელმისაწვდომი გახადონ. თუ სამომავლოდ ეს ასოციაცია მოახერხებს და თავად შესძლებს განვითარებად ქვეყნებში თავისუფლად ხელმისაწვდომი ჟურნალების გამოცემას, მაშინ ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მსგავსი სააგენტოები ცდილობენ არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, თუმცა ადგილობრივი ჟურნალები აუცილებლად უნდა გახდნენ მათი დაფინანსების ნაწილი.
განვითარებადი ქვეყნები თანდათან იწყებენ ქვეყნის შიგნით გამოქვეყნებული კვლევების თავ­დე­ბობას და აკონტროლებენ აღნიშნული კვლე­ვების გამო­ქვეყ­ნების ადგილს.

ნანახია: 2125 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 476

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 686830


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია