პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მოზრდილთა წელის ტკივილი [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [6476]

პერინატალური ინფექციები [5955]

ვერლჰოფის დაავადების გამო წარმოებული სპლენექტომიის იშვიათი გართულება – თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევა [5039]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [4953]

ეთიკა ონკოლოგიაში [4642]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 0

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს

ავტორი: დ. არველაძე,  ამერიკის ექიმთა ასოციაციით აკრედიტებული ექიმი-თერაპევტი, თერაპიული განყოფილების გამგე
ქრისტიან ქალთა ასოციაციის ჰოსპიტალი, ჯეიმსთაუნი, ნიუ-იორკი


ეს სტატია არის ამონაკრეფი როგორც  ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ასევე თანამედროვე პალიატიური მკურნალობის ეგრეთწოდებული გაიდლაინებიდან და წარმოადგენს მკურნალობის თავისებურებების „მარგალიტებს“ ამ სფეროში.

პალიატიური მედიცინა მიზნად ისახავს განუკურნებელი დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას სიცოცხლის ბოლო პერიოდში და ტანჯვის მინიმუმამდე შემცირებას გარდაცვალების მომენტში. მკურნალი ექიმის მხრიდან ამ დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პაციენტის ყურადღებით გამოკითხვა იმის გასარკვევად, ავადმყოფის ჩივილები დაკავშირებულია თავად დაავადებასთან თუ დაავადების მკურნალობასთან, მაგ., წამლების გვერდით ეფექტებთან. პოლიფარმაცია ხშირია, განსაკუთრებით მოხუცებში. ექიმებმა უნდა გადაათვალიერონ პრეპარატები და დანიშნულებიდან ამოიღონ არასაჭირო ან შეუფერებელი მედიკამენტები. ასეთი ზომები ხშირად აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას და თავიდან არიდებს მას დამატებით მკურნალობას.

აღნიშნული კატეგორიის პაციენტების უპირატესი ჩივილები:
გულისრევა და ღებინება
იფიქრეთ შესაძლო მიზეზებზე, რომელთაგანაც ხშირად ეს ჩივილები უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებას. ზუსტად არ არის ცნობილი, იწვევეს თუ არა ყველა ნარკოტიკული საშუალება მძაფრად გამოხატულ გულისრევას. თუ გულისრევის შეგრძნება მსუბუქია, გააგრძელეთ ნარკოტიკი, სანამ ავადმყოფს არ ჩამოუყალიბდება ტოლერანტობა მის მიმართ; თუ გულისრევის შეგრძნება მძაფრია, შეცვალეთ ნარკოტიკული საშუალება. პარალელურად გამოიყენეთ ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები. ვინაიდან ნარკოტიკებით გამოწვეული გულისრევა დოფამინერგული რეცეპტორების მონაწილეობით რეგულირდება, 5-ჰიდროქსიტრიპტამინის ანტაგონისტი ონდასეტრონი (ზოფრანი) არ არის ეფექტური ამ მიზეზით განპირობებული გულისრევის შემთხვევებში. ნარჩევ ანტიემეტურ პრეპარატებს შორისაა ჰალოპერიდოლი, სკოპოლამინი, პრომეტაზინი, დიფენჰიდრამინი, რომელთაგანაც ეფექტურობით პირველ ადგილზეა ჰალოპერიდოლი, შემდეგ – პროქლორპერაზინი და პრომეთაზინი.
მეტოკლოპრამიდი (რეგლანი, ცერუკალი) ეფექტურია ასევე იმ შეთხვევებში, როცა გულისრევა დაკავშირებულია ნაწლავის მოტორიკის ნარკოტიკებით გამოწვეულ დარღვევასთან.
ნაწლავთა გაუვალობა
ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მენჯის ღრუს (განსაკუთრებით საკვერცხის და კოლინჯის) სიმსივნეებთან. სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება და მოვლითი ტკივილი მუცელში. მკურნალობა შეიძლება იყოს ქირურგიული, ინტერვენციული და კონსერვატიული; ნაზოგასტრალური მილი და ინტრავენური კვება უმეტესწილად შესაძლებელია ავიცილოთ.
ქირურგიული მკურნალობა: გასტროსტომიური მილის ჩადგმა წვრილი ნაწლავების გაუვალობის (მაგრამ არა კოლინჯის გაუვალობის) შემთხვევებში.
მედიკამენტოზური მკურნალობა: ნარკოტიკული კოქტეილები, ანტიქოლინერგული პრეპარატები და სომატოსტატინი (ოქტრეოტიდი); ნარკოტიკები გვეხმარება ტკივილის გაყუჩებაში; კვლევები ადასტურებს, რომ ნარკოტიკების მიღებით არ იზრდება პარალიზური ილეუსის რისკი; დოფამინის ანტაგონისტები, მაგ., ჰალოპერიდოლი ბევრად პატარა დოზებით, ვიდრე ის გამოიყენება ფსიქოზების დროს (0.5-2მგ ყოველ 4-6 საათში), ამსუბუქებს სპაზმით გამოწვეულ მუცლის ტკივილს; ასევე ნაჩვენებია ისეთი პრეპარატები, როგორიცაა გლიკოპიროლატი და სკოპოლამინი, რომლებიც არ გადიან ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და არ ზემოქმედებენ ცნობიერებაზე. გამოიყენება პროკინეტიკური პრეპარატებიც, მაგ., მეტოკლოპრამიდი და შეწყვიტეთ იმ შემთხვევაში, თუ ტკივილები გაძლიერდა; ოქტრეოტიდი ამცირებს ფაშვის არტერიაში სისხლის მიმოქცევას და ამით ამცირებს წვრილ ნაწლავებში სეკრეციას და აქედან გამომდინარე – ნაწლავების შებერილობას; ეძლევა ინტრავენურად ან კანქვეშ; ეფექტური დოზა ჩვეულებრივ 400 მიკროგრამზე ნაკლებია დღეში.
შეკრულობა
შორსწასული სიმსივნეების დროს ავადმყოფების 90%-ს აღენიშნება, ძირითადად ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების გამო; პრევენცია აუცილებელია, და ყველა ავადმყოფი, რომელიც ნარკოტიკზეა, იმავდროულად უნდა იყოს საფაღარათო საშუალებებზეც.  შეკრულობამ შეიძლება მიგვიყვანოს კოპროსტაზამდე. პრევენციულ პრეპარატებს მიეკუთვნება, განავლის დამარბილებელი საშუალება – დოკუსატი (კოლეისი) და სტიმულატორები, მაგ., სენადე ან ბისაკოდილი.
ნარკოტიკებით გამოწვეული შეკრლობისას ადრე ოპიოიდების ანტაგონისტი ნალტრექსონი გამოიყენებოდა; მაგრამ დადგინდა, რომ ეფექტისათვის საკმაოდ დიდი დოზებია საჭირო. ამჟამად დადგენილია, რომ მეთილნალტრექსონი – მიუ რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც მხოლოდ ნაწლავებში მოქმედებს, პატარა დოზით ბევრად ეფექტურია; კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 60%-ში ამ წამლის მიღების შემდეგ დეფეკაცია აღინიშნებოდა 4 საათში და 70%-ში – 24 საათში. საშუალო დოზაა 8მგ. გვერდითი  ეფექტები: მუცლის ტკივილი, ფაღარათი და შებერილობა.
ხველა
საკმაოდ შემაწუხებელია, ავადმყოფების 40%-ს აწუხებთ ხველა სიცოცხლის ბოლო პერიოდში: იმ წამლებ,ს რომლებიც ხველას იწვევენ მიეკუთვება ACE ინჰიბიტორთა ჯგუფი (ლიზინოპრილი, კაპტორილი, ენალაპრილი); ასევე ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი, ნაპროქსენი, ასპირინი) და აგრეთვე სხვადასხვა საინჰალაციო პრეპარატები.
მკურნალობა:  ამერიკის გულმკერდის ექიმთა  ასოციაცია გვირჩევს, რომ მოვერიდოთ ხველების საწინააღმდეგო სიროფებს; ნარკოტიკები მეორეს მხრივ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ხველების საწინააღმდეგოდ სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში. თუ პაციენტი უკვე იღებს ნარკოტიკულ საშუალებას, ასოციაცია პატარა დოზით ოქსიკოდონის გამოყენებას გვირჩევს. ამოსახველებელი საშუალებებიდან სველი ხველების დროს გამოიყენეთ გუიაფენეზინი ან შესასუნთქი აცეტილცისტეინი;  მოერიდეთ ამ საშუალებების გამოყენებას ბრონქოსპაზმიან პაციენტებში ბრონქოსპაზმის გამოწვევის რისკის გამო; სანაცვლოდ გამოიყენეთ მარილხსნარის აეროზოლი; ხველების დარღვეული რეფლექსის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე ასპირაციის რისკის გამო. ბენზონატატი – ადგილობრივი ანესთეტიკი, ასევე გამოიყენება ნარკოტიკებთან ერთად; თუ ხველება ზედა სასუნთქ გზებში ჭარბი სეკრეციითაა გამოწვეული, შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტიქოლინერგული პრეპარატები, მაგ.: სკოპოლოამინი და გლიკოპიროლატი. შესასუნთქი ადგილობრივი ანესთეტიკები შეიძლება გამოვიყენოთ ხველების რეფლექსის დასათრგუნად, გასათვალისწინებელია, რომ მათი მიღებიდან 1სთ-ის განმავლობაში ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს საჭმელ-სასმელი ასპირაციის მაღალი რისკის გამო. 
მეტასტაზებით გამოწვეული ძვლების ტკივილი
ამ პრობლემით თითქმის 500000 ახალი პაციენტია წლიურად; უპირატესი მიზეზი არის ფილტვის, სარძევე ჯირკვლის და პროსტატის კიბოს, ასევე პალაზმოციტომა; მიზანი: ტკივილის კუპირება და მოტეხილობების პრევენცია.
თერაპია: დაბალი რისკის გამო გამოიყენეთ კალციტონინი, იმის მიუხედავად, რომ ეფექტი ხანმოკლეა. ნარკოტიკები ეფექტურია მხოლოდ 50% შემთხვევაში; გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. მოერიდეთ ინდომეტაცინს მოხუცებში ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გამო. გამოყენეთ იბუპროფენი 600-800მგ-მდე დღეში. კორტიკოსტეროიდების მოქმედება მსგავსია; დოზა არ არის სტანდარტიზებული; მათგან ყველაზე ხშირად გამოიყენება პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი (დეკადრონი). დექსამეტაზონი ინიშნება  16-32 მგ დღეში ძვლების ტკივილის დროს: დაიწყეთ 2-4მგ -ით ორჯერ დღეში. ამ დოზის უეფექტობისას 7 დღის შემდეგ შეწყვიტეთ; პრედნიზოლონი გამოიყენება 30-40მგ დღეში.
ბიფოსფონატები (ზოლედრონატი და პამიდრონატი) ამცირებენ ძვლის ტკივილს. ყველაზე ეფექტურია  სარძევე ჯირკვლის და პროსტატის კიბოს დროს. ამცირებს, აგრეთვე, მოტეხილობების რისკს. თუ პირველი გადასხმის შემდეგ ეფექტი არა არის, მაინც გადაუსხით მეორედ. თუ ამანაც არ შეამსუბუქა ტკივილი შეწყვიტეთ.
რადიაციული თერაპია: გამოიყენება მხოლოდ სიმსივნურ კერებზე.
რადიოფარმაცია:  საუკეთესო შედეგებია სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში; გამოიყენება მრავლობითი მეტასტაზების დროს. ამცირებს ტკივილს პაციენტების 30%-ში. ეფექტს 3 დღე მაინც ჭირდება. თავიდან ტკივილი შეიძლება გაღრმავდეს სხივებით გამოწვეული ანთების შედეგად. ძვლის ტვინის სუპრესიის მქონე პაციენტები ამ მკურნალობის კანდიდატები არ არიან.
ნეიროპათიული ტკივილები
გამოიყენება ნეურონტინი და პრეგაბალინი.
ფსიქიატრიული სიმპტომები
დეპრესია ყოველთვის არ არის გამოხატული, მაგრამ თუკი ჩამოყალიბდა შესაძლებელია მკურნალობა. ანტიდეპრესანტები აადვილებს ტკივილის მკურნალობას.  ხშირად აგზნებული მდგომარეობა დეპრესიით არის გამოწვეული. მეთილფენიდატი ყველაზე სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტია; კარგი საშუალებაა იმ პაციენტებში, რომლებსაც რამდენიმე კვირის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი; ეფექტი შეინიშნება 1-2 დღეში. დულოკსეტინი (სიმბალტა) და ვენლაფაქსინი (ეფექსორი) გამოიყენება პაციენტებში დეპრესიით და ნეიროპათიული ტკივილებით; ასევე პაციენტებში ფსიქომოტორული რეტარდაციით; მირტაზაპინი (რემერონი) გამოიყენება დეპრესიისა და უძილობის დროს, ასევე მადის დაქვეითებისას. ციტალოპრამი, ესციტალპრამი და პაროქსეტინი ეფექტურია დეპრესიისა და აგზნებული მდგომარეობების დროს.
დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიერ ავადმყოფის საწოლთან გატარებული წუთები,  ისევე როგორც ყოველდღიური საუბარი ოჯახის წევრებთან და მანუგეშებელი სიტყვები. სასურველია, რომ ავადმყოფმაც და ოჯახმაც ზუსტად იცოდენ დაავადების სიმძიმე, პროგნოზი და მკურნალობის ყველა შესაძლო, რეალური ვარიანტი. ზრუნვა და სიკეთე არა ნაკლებ ფასეულობას წარმოდგენს სნეული ადამიანისათვის, ვიდრე სწორედ დასმული დიაგნოზი და მკურნალობა. მე, პირადად, ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრებს წარმოვიდგენ მომაკვდავი ავადმყოფის ადგილზე, როცა მინდა, რომ ცხოვრების ბოლო დღეები მკურნალობით შევუმსუბუქო ავადმყოფს რეალურობის ფარგლებში.

ნანახია: 4952 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 468

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 661559


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია