ევროპული პროექტის მკვლევარებმა შექმნეს ადამიანის ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოდელი, რომელიც დაეხმარება ქირურგებს რთული ორთოპედიული ოპერაციების დაგეგმვაში. Twente TLEMsafe უნივერსიტეტის მკვლევარების ხელმძღვანელობით შეიქმნა ვირტუალური სისტემა რომელიც კონკრეტული პაციენტის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მონაცემების საფუძველზე ქმნის პაციენტის ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოდელს, რომლის საშუალებითაც ოპტიმალურად შეიძლება დაიგეგმოს მოსალოდნელი ოპერაცია. ყველა კონკრეტული პაციენტისთვის იქმნება ინდივიდუალური ვირტუალური მოდელი. ამგვარი პერსონიფიცირებული მოდელის მიხედვით ქირურგს უფრო ზუსტად შეუძლია განსაზღვროს თუ რა ტიპის ოპერაცია მოუტანს კონკრეტულ პაციენტს უკეთეს შედეგს. სისტემას თავად შეუძლია განსაზღვროს და შეარჩიოს მყეს-კუნთის ძვალზე ფიქსირების ოპტიმალური უბნები. ასევე სისტემა განახებთ, თქვენს მიერ შერჩეული ფიქსირების უბნების შემთხვევაში, რა შედეგებია მოსალოდნელი.
ვირტუალური მოდელი აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით, რომელიც ოპერაციის მსვლელობაში მიუთითებს ქირურგს ძვალ-კუნთოვანი შეერთების ოპტიმალურ უბნებს კონკრეტული პაციენტისათვის და ასევე იძლევა რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიცვალოს კუნთების განლაგება რათა მოხდეს პაციენტის ძვალ-კუნთოვანი სისტემის ოპტიმიზაცია.
ნანახია: 4299 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით