Times Onlaine იუწყება, რომ ალფრედ მანმა შექმნა მეორადი ხედვის 60 ელექტროდიანი სისტემა, რომელიც ორ პაციენტზე გამოიცადა. პირველი პაციენტი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ეს პროდუქტი, ლინდა მურფუტი იყო. ის, მემკვიდრეობით მიღებული პიგმენტური რეტინიტის გამო, ოთხ თვეზე მეტხანს სრულიად ბრმა იყო. სათვალეებზე დამონტაჟებული კამერის საშუალებით მას შეუძლია დაინახოს უხეში გამოსახულებები. როგორც მან განაცხადა, მას შეუძლია დაინახოს გამოსახულებები – რა ხდება ფეხბურთის მოედანზე, ითამაშოს კალათბურთი შვილიშვილთან ერთად და უყუროს, როგორ ცეკვავს მისი შვილი სცენაზე. ლინდა მურფუტის იმპლანტანტი სულ რაღაც 16 ელექტროდისგან შედგება, თუმცა გამომგონებლები ცდილობენ შექმნან 60 ელექტროდიანი იმპლანტანტი, რათა გამოსახულება უფრო ნათელი იყოს. კალიფორნიაში კი მუშაობენ ისეთ ტიპზე, რომელსაც 1 000 ელექტროდი აქვს და სახის ნაკვთების გარჩევის საშუალებასაც იძლევა.
ნანახია: 3969 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით