FDA-ს ნებართვა საუღლე ვენის თბომიმოცვლით ახალ კათეტერზე
ავტორი: www.medgadget.com
სისხლძარღვშიდა თბომიმოცვლითი სისტემების (IVTM) მწარმოებელი Alsius Corp. (Irvine, California) თბომიმოცვლითი საუღლე ვენის ახალი კათეტერის წარმოებისთვის FDA-სგან ლიცენზიას იღებს. აღნიშნული კათეტერი კარდიო- და ნეიროქირურგიულ, ასევე რეანიმაციულ პაციენტთა ტემპერატურის მართვისთვისაა მოწოდებული. ახალი პროდუქტი საუღლე ვენაში სელდინგერის მეთოდით იდგმება, ამის შემდეგ იგი უერთდება თბომიმოცვლით ერთეულს. კათეტერის შიგნითა ნაწილთან მიმაგრებულია დახვეული ბალონი, რომელიც ზრდის სისხლთან შეხების ფართობს და ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარით განუწყვეტლივ პერფუზირდება. კომპანიის მიერ მანამდე ნაწარმოები კათეტერები ბარძაყის ვენისთვის იყო გათვლილი. Alsius-ის კათეტერების, Thermogard XP(TM) და CoolGard 3000(R), ტემპერატურის ინტრავასკულური მართვის სისტემებს, სისხლთან საკონტაქტო ზედაპირის გაზრდის მიზნით დახვეული ბალონის მქონე Solex-იც დაემატა. ეს ტექნოლოგია კომპიუტერ-კონტროლირებად გათბობა–გაციების თერაპიას გვთავაზობს. პაციენტთა ცენტრალურ ვენებში განთავსებული კათეტერების ბალონებში გრილი ან თბილი ფიზიოლოგიური ხსნარი ცირკულირებს. ამ გზით პაციენტის ტემპერატურის რეგულირება, გარეგანი მეთოდებისგან (თბილი ან ცივი საბნები, ყინულიანი პარკები) განსხვავებით გაცილებით ეფექტური და ადვილად სამართავია.
ნანახია: 3600 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით