მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [7185]

საყლაპავი მილის უცხო სხეულებისა და ტრავმების კვლევისა და მკურნალობის სტანდარტი [3372]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [3289]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [3278]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [3009]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 4

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან

ავტორი: გ. იმნაძე, ნ. გვახარია, დ. კვეზერელი-კოპაძე
„მედი ქლაბ ჯორჯია”

>>  კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია ეს არის მცირე ოპერაცია, რომელიც განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის ვისაც ხშირი და ხანგრძლივი ინტრავენური ინექციები სჭირდება (მაგ. ქიმიოთერაპია). ასეთ პაციენტებს ძალიან ხშირად აქვთ ისეთი გართულებები, როგორიცაა ინფექცია, რეგულარული ინექციების და ციტოსტატიკების გამოყენების გამო პერიფერიული ვენების დაზიანება, რაც თავის მხრივ იწვევს ტკივილს და დისკომფორტს, ასევე ხანგრძლივი ინექციების დროს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა. პორტის იმპლანტაცია საგრძნობლად ამცირებს ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკს და მკურნალობას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.1-4


შესავალი
საინექციო პორტის იმპლანტაცია პირველად მოხდა 1982 წელს Gyves-ის მიერ. თავდაპირველად ამ მანიპულაციას ჩვეულებრივ ქირურგიულ საოპერაციოებში აკეთებდნენ. 1992 წელს გამოსულმა შრომამ ცხადყო, რომ პორტის იმპლანტაცია უმჯობესია კათეტერიზაციის ლაბორატორიაში (რენტგენის კონტროლის ქვეშ) მოხდეს, ეს საშუალებას იძლევა ერთის მხრივ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩავატაროთ პროცედურა და მეორეს მხრივ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ პროცედურებების გართულებები2.

მეთოდის არსი
ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კანქვეშ ხდება რეზერვუარის (პორტის) იმპლანტაცია, მისგან გამოდის საინექციო კათეტერი, რომელიც ცენტრალურ ვენაშია მოთავსებული. კათეტერის და პორტის შეერთება ხდება სპეციალური კონექტორით. პორტი წარმოადგენს პატარა პლასტიკის ან ტიტანის კორპუსს (დიამეტრი 1.6-2.6 მმ, წონა 10-20 გრ) რომლის თავსაფარსაც შეადგენს სილიკონის მემბრანა (სისქე 5მმ) (სურ. 1 ა) ინექციის დროს კანის და შემდეგ სილიკონის შრის გავლით ხდება ამ რეზერვუარში ნემსის წვერის მოხვედრა (ვენის კანულაციასთან შედარებით გაცილებით იოლი პროცედურა) და მედიკამენტის შეყვანა, ხოლო ნემსის კანიდან მოცილების შემდეგ კანი კვლავ დაუზიანებელი რჩება და ასრულებს ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას (სურ. 1 ბ). სილიკონის მემბრანის მაღალი ელასტიურობის გამო ნემსის ამოღების შემდეგ სისხლდენა არ არის, იგი უძლებს 1000-1500 ჩხვლეტას, რაც ხანგრძლივი ხმარებისათვის სრულებით საკმარისია. პორტის საინექციო ნემსს აქვს თავისებური ფორმა, მოხერხებული ფიქსაციისთვის – იგი მოხრილია 90 გრადუსიანი კუთხით (სურ. 2).

იმპლანტაციის ტექნიკა
ოპერაციის წინ 30 წუთით ადრე კეთდება ანტიბიოტიკის ი/ვ ინექცია, რომელიც დანიშნულების სახით ი/მ გრძელდება 4-5 დღე. ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური დანიშვნა ამცირებს ინფექციური გართულების რისკს.
ანესთეზია
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ (ნოვოკაინი 0.5-1% ან ლიდოკაინი 1-2%). პრემედიკაციის სახით იხმარება 10მგ დიაზეპამის ი/მ ინექცია.
ვენის პუნქცია
ცენტრალურ ვენურ სისტემასთან მისადგომად ძირითადად გამოიყენება ლავიწქვეშა ან საუღლე ვენის პუნქცია სელდინგერის მეთოდით და სპეციალური ინტროდუსერით პორტის კათეტერი ტარდება ვენურ სისტემაში ზემო ღრუ ვენამდე ან მარჯვენა წინაგულამდე. კათეტერის სწორი პოზიციის შერჩევა ხდება ფლუროსკოპიის კონტროლით (სურ. 3-4).
განაკვეთი
განაკვეთი კეთდება ლავიწის ძვლის პარალელურად 4-5სმ-ით ქვემოთ, მისი სიგრძე 3-4 სმ-ია.
პორტის იმპლანტაცია
რბილი ქსოვილები ბლაგვად ითიშება, სასურველია ასევე გაითიშოს დიდი პექტორალური კუნთის ფასციაც. შემდეგი საფეხურია ჭრილობაში კათეტერის შემოტანა – ტუნელირება (საუღლე ვენის პუნქციის შემთხვევაში იხმარება თროაკარი). ჭრილობაში შემოტანილი კათეტერის ბოლო უერთდება პორტს სპეციალური ფიქსატორის მეშვეობით. პორტის ყველა კომპონენტის შეერთების შემდეგ იგი აუცილებლად მოწმდება, ირეცხება ფიზიოლოგიური და ჩასარეცხი – ჰეპარინიანი ხსნარით (სურ. 5-6).
ჭრილობის ქვედა კიდეზე, დიდი პექტორალური კუნთის თავზე, ბლაგვი განშრევების წესით იქმნება ჯიბე, რომელშიც თავსდება პორტი და ფიქსირდება კვანძოვანი ნაკერებით. ჯიბე იხურება კვანძოვანი ნაკერის ერთი შრით, ჭრილობა იკერება რამოდენიმე შრედ. კანი შესაძლოა გაიკეროს გაწოვადი ძაფის უწყვეტი კოსმეტიკური ნაკერით ასევე შესაძლოა დაედოს ატრავმული, კოსმეტიკური კლიპები ან სტრიპები (სურ. 7). ამ პროცედურისა კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი არის ის, რომ პაციენტი ჰოსპიტალიზაციის ნაცვლად რამოდენიმე საათში სავადმყოფოდან ეწერება.

შესაძლო გართულებები
მიუხედავად სიმარტივისა აღნიშნულ პროცედურას ისევე, როგორც ყველა მანიპულაციას მედიცინაში აქვს გართულებები. მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში არსებულ ნაშრომებზე დაყრდნობით ქვემოთ მოცემულია ვენური პორტის იმპლანტაციის ადრეული5,10-12 და გვიანი6-9 გართულებები. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ მათი პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია.
ადრეული გართულებები: ჰემატომა (0.2%), პნევმოთორაქსი (0.1-3.2%), ჰემოთორაქსი (0.4%), არტერიის პუნქცია (0.6%), განმეორებითი პროცედურა (0.9%).
გვიანი გართულებები: სეფსისი (0.2%), ბაქტერიემია (1.2%), პორტის ჯიბის ინფექცია (0.3-4.4%), კანის ნეკროზი (1%), ჭრილობის გახსნა (0.2%), კათეტერის დაზიანება ან დისლოკაცია (0.4%), სიმპტომური ცენტრალური ვენის თრომბოზი (0.4%), პორტის გადმობრუნება (0.2%).
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტირებული პორტის მოვლას. ეს პროცედურა გულისხმობს რეგულარულ, ინექციის წინ და შემდგომ, ასევე შესვენების პერიოდში ყოველთვიურ ან ყოველკვარტალურ ჩარეცხვას ფიზიოლოგიური და ჩასარეცხი – ჰეპარინიანი ხსნარით. ამავე დროს, ინფექციური გართულების თავიდან ასაცილებლად, პორტის ყოველი კანულირება უნდა მოხდეს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის მაქსიმალური დაცვით. ასევე, აუცილებელია ხანგრძლივი გადასხმის წინ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნემსი ნამდვილად პორტში არის მოთავსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანქვეშა ინექციას და შემდგომი კანის ეროზიას.

კომპანია „მედი ქლაბ ჯორჯია“–ში დაინერგა და წარმატებით კეთდება ზემოაღნიშნული პროცედურა, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ამიერიდან საქართველოში პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივი ინტრავენური ინექციებით, ქიმიოთერაპიით, ისევე როგორც მსოფლიოში, გახდება მარტივი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად კომფორტული, როგორც პაციენტებისათვის ასევე ექიმებისათვის.

ლიტერატურა

ნანახია: 2524 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [4.50]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 467

ამჟამად საიტზეა: 3

თქვენ ხართ სტუმარი No: 649411


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია