სინთეზის სასიგნალო კასკადში რეგულატორულ როლს თამაშობენ. სწორედ ამის გამო, სხვადასხვა სქესის წარმომადგენელს ანთებითი პასუხი და აუტოიმუნური დაავადებებიც განსხვავებული გააჩნია.
აღნიშნული აღმოჩენა აუტოიმუნური პათოლოგიების შესაძლო თერაპიული სიახლეების დემონსტრირებას ახდენს. შესაძლებელია შეიქმნას ახალი მედიკამენტები, რომელთა სამიზნეც ზემოთხსენებული მექანიზმი იქნება, ასევე შემუშავდეს ქალის ნეიტროფილების ექსპოზიციის მეთოდი ანდროგენშემცველ მამაკაცურ პლაზმაზე.
კვლევიდან: ნორმალურ თავდაცვით რეაქციებში, ანთებით და ალერგიულ პროცესებში მონაწილე ლეიკოტრიენ-ლიპიდურ მედიატორთა ბიოსინთეზს 5-ლიპოქსიგენაზა იწყებს. ნეიტროფილებში არაქიდონის მჟავადან ლეიკოტრიენების ფორმირებას ფერმენტი ცხიმოვან მჟავაში მოლეკულური ჟანგბადის ჩართვით ახორციელებს. ამგვარად, ლეიკოტრიენთა სინთეზის სიხშირე ნეიტროფილში 5-ლიპოქსიგენაზას რაოდენობაზეა დამოკიდებული. ტესტოსტერონის (ან 5α-დიჰიდროტესტოსტერონის) მზარდი დონე ააქტივებს სასიგნალო კასკადს, რომელიც თავის მხრივ ნეიტროფილის ციტოპლაზმიდან პერინუკლეურ რეგიონში ლიპოქსიგენაზას გადანაწილებას იწვევს.
ნანახია: 3401 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით