ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ
ავტორი: Ann Intern Med 2007;147:553-62
სამმაგი თერაპია, რომელიც მოიცავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, Helicobacter pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ დამტკიცებული მეთოდია. ერთერთი ევროპული გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს პაციენტებს, რომ მიიღონ მკურნალობის სამმაგი თერაპია მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რათა გაზარდონ მაქსიმუმამდე შანსი სრული გამოჯანმრთელებისა. ახალი მეტა-ანალიზური კვლევა კი გვთავაზობს, რომ ერთ კვირიანი მკურნალობა სავსებით საკმარისია.
21 კვლევის საერთო შედეგი გვიჩვენებს, რომ შვიდი დღის მკურნალობამ შედეგი გამოიღო 73-77% პაციენტებში, ხოლო ათი დღისამ – 81%, 14 დღე – 78%.
თუმცა მეტა-ანალიზური თეორია ზოგიერთი ავტორის მონაცემით საკმაოდ მწირ მონაცემებზეა დაყრდნობილი და არ იძლევა ბოლომდე უსაფრთხო მეთოდებს მკურნალობისას.
ნანახია: 5474 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით