ამერიკის თომას ჯეფერსონის სახ. უნივერსიტეტის ვირუსოლოგებმა შექმნეს ცოფის საწინააღმდეგო ახალი ტიპის ვაქცინა, რომელიც დაინფიცირების ადრეულ სტადიაშივე აფერხებს დაავადების განვითარებას.
ამჟამად ცოფის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ცოფის ინაქტივირებული ვირუსისგან დამზადებული ვაქცინა.
ახალი ტიპის ვაქცინის დასამზადებლად მეცნიერებმა გამოიყენეს არა ინაქტივირებული, არამედ დასუსტებული ცოფის ვირუსი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.
მკვლევარებმა ვირუსის გენეტიკურ კოდში ჩართეს გენის სამი მოდიფიკაცია, რაც ვირუსის ზედაპირული ცილის კოდირებას იწვევს. ასეთი ცილა კი ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციას აღძრავს. ამას გარდა, მეცნიერებმა ზედაპირულ ცილაში შეცვალეს ორი ამინომჟავა, რითაც თავიდან აიცილეს ამ ცილის პათოგენური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ხოლო ინფექციაზე ორგანიზმის იმუნური პასუხი გაძლიერდა და მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დადასტურდა ახალი ვაქცინის უსაფრთხოება (პრეპარატის ტვინის ქსოვილში შეყვანამ დაავადება არ გამოიწვია) და ეფექტურობა (დაინფიცირებიდან 3 დღის შემდეგ შეყვანილი ვაქცინითაც კი თავიდან იყო აცილებული დაავადების განვითარება).
გარდა ამისა, ვაქცინაციიდან ორი კვირის განმავლობაში საკვლევ ცხოველებს მყარი იმუნიტეტი აღმოაჩნდათ ცოფის ვირუსზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახალი პრეპარატის გამოყენება შესაძლებელი იქნება დაავადების პროფილაქტიკისთვისაც.
ნანახია: 4952 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით