Canon Communications' Medical Design Excellence Awards (MDEA) გამოავლინა გამარჯვებულები; პირველი ასეთი პროდუქტი არის კომპანია Milestone Scientific, Livingston, NJ company-ს მიერ წარმოებული ერთი კბილის საანესთეზიო (Single Tooth Anesthesia – STA) სისტემა. ეს არის ლოკალური, კომპიუტერიზებული საანესთეზიო საინექციო სისტემა, რომელიც ერგება ყველა სტანდარტულ 1.8 მმ-იან საანესთეზიო „კარტრიჯს“ და ნემსს.
აი, როგორ უხასიათებს კომპანია თავის პროდუქციას სტომატოლოგებს: „ერთი კბილის საანესთეზიო სისტემა (STA™) არის პირველი კომპიუტერ-კონტროლირებადი ანესთეზია, რომელიც ლოკალურად კეთდება თითოეული კბილისათვის მხოლოდ ერთი ინექციის საშუალებით და სრულიად უსაფრთხოა, ფაქტიურად ერთჯერადი ინექცია სრული ანესთეზიის გარანტიაა“. ერთი კბილის საანესთეზიო სისტემა არის პირველი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რეალურ დროში, ვიზუალური და ხმოვანი კონტროლის დახმარებით ვაწარმოოთ ნემსის შეყვანა კბილსა და ძვალს შორის. STA ტექნიკური სიზუსტე ზრდის თქვენს შესაძლებლობას პირველივე ინექციისთანავე განახორციელოთ ბლოკადა და თავიდან აიცილოთ ნემსის ცდომა, პაციენტი კი დაზღვეულია დროებითი კოლატერალური „სიმუნჯისგან“.
სტომატოლოგებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ ეს არის საუკეთესო კაპიტალდაბანდება მათ საქმიანობაში და სულ მალე შპრიცები და ნემსები საჭირო აღარ იქნება.
ნანახია: 4034 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით