ფანტომური ტკივილის მკურნალობა სარკეების მეშვეობითაა შესაძლებელი
ავტორი: www.medgadget.com
ერაყის ომის ვეტერანები ამპუტირებული კიდურის ფანტომური ტკივილის სამკურნალოდ, კენტად დარჩენილი ნერვული გზით თავის ტვინის „მოტყუების” მეთოდს მიმართავენ.
ექიმი Jack Tsao, ფლოტის ნევროლოგი, მუდმივად ჯარისკაცთა სამედიცინო დახმარების გზების ძიებაშია. მას კარგად ახსოვს ექიმ V.S. Ramachandran-ის მიერ გაკეთებული განცხადება, ამპუტირებული კიდურების ფანტომური ტკივილების სამკურნალოდ 20 USD ღირებულების სარკის გამოყენების შესახებ.
აი, როგორია ეს მეთოდი: პაციენტი ზის ბრტყელ ზედაპირზე გაშლილი დარჩენილი კიდურით. დაახლოებით 180 სმ სიგრძის სარკეს იგი იმგვარად იჭერს, რომ კიდური მთლიანად ჩანდეს; პაციენტი იწყებს კიდურის მოძრაობას, მოხრა–გაშლას და ამ ყველაფერს სარკეში უყურებს. იქმნება ილუზია, რომ ორივე კიდური ერთნაირად მოძრაობს.
ამბობენ, რომ საჭიროება გამოგონების დედაა. თავდაცვის ტექნოლოგიათა განვითარებას ადრეულ პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენა ახლავს თან, თუმცა ბევრი მათგანი შინ ამპუტირებული ბრუნდება. კარგია თუ ცუდია, ერაყისა და ავღანეთის ომმა სამედიცინო კვლევებსა და ტექნოლოგიების პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ნანახია: 3828 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით