პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ მოიწონა THORATEC-ის გულის ტუმბო
ავტორი: www.medgadget.com
პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ (FDA, USA) მოიწონა Thoratec Corporation-ის მიერ შემუშავებული მარცხენა პარკუჭის მუშაობის დამხმარე სისტემა (LVAS). ეს არის მოწყობილობა, რომელიც ორგანიზმში ჩანერგვის გარეშე მონაწილეობს სისხლის გადატყორცნაში.
კლინიკური გამოცდა საკმაოდ წარმატებულად დასრულდა 450 პაციენტზე. გამოცდის ვადის საშუალო ხანგრძლივობა იყო 132 დღე, ხოლო ყველა პაციენტის მიერ ტექნიკის მტარებლობის ჯამური ხანგრძლივობა – 109 წელი.
პაციენტების 84 %-ს LVAS-მა ააცილა გულის ტრანსპლანტაცია და ჰოსპიტალური მკურნალობა.
საბოლოო ჯამში, თუ შევადარებთ პაციენტების პირველად მდგომარეობას, აღინიშნა ფუნქციური სტატუსისა და ცხოვრების ხარისხის ყველა მონაცემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
არახელსაყრელი მოვლენები და უარყოფითი შედეგები, მათ შორის ინფექციები, გულის შეტევები, სისხლდენები, იყო საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვნად დაბალი PMA ტექნოლოგიის წინა თაობასთან შედარებით.
ნანახია: 3808 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით