მომავალი ექიმებისთვის – სტუდენტებისთვის – სადიაგნოსტიკო პროცედურების სწავლება ცოცხალ პაციენტებზე ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ტრენაჟორი, რომელზეც წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სხვადასხვა სტადიის, ფორმის თუ კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მოდელირებაა შესაძლებელი.
ტრენაჟორი წარმოადგენს ადამიანის ანატომიურ მოდელს და მასში წყლის ან ჰაერის სხვადასხვა ოდენობით შეყვანით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების 100-მდე სცენარის განხორციელება.
შესაძლებელია ტრენაჟორის იმგვარად დაპროგრამებაც, რომ სიმსივნის სხვადასხვა სახე და სტადია იქნეს მოდელირებული, დაავადების კლასიფიკაციის შესაბამისად.
გამოგონებამ შეერთებული შტატების „კონგრესის მკვლევართა პროგრამისა“ და „გამოჩენილ პედაგოგთა აკადემიის“ მაღალი მოწონება დაიმსახურა.
ნანახია: 3579 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით