საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20958]

კლიმატის ცვლილებები [11742]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9744]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

აველოქსის ეფექტურობა გართულებული პნევმონიის მკურნალობაში

ავტორი: თ. მაღლაკელიძე, პროფესორი
საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ქ. თბილისის მთავარი პულმონოლოგი, GARD-ის კოორდინატორი საქართველოში WHO


მტკიცებულებითი მედიცინის თვალსაზრისით პნევმონიების მკურნალობაში ძირითადი ყურადღება ანტიბაქტერიულ მკურნალობას ეთმობა, როგორც დაავადების პროგნოზის გამაუმჯობესებელ ფაქტორს.

მოცემული კლინიკური დაკვირვება წარმოადგენს გართულებული პნევმონიის (პლევრალური გამონაჟონით) მკურნალობის შემთხვევას.
შემთხვევის აღწერა
პაციენტი პ.გ. 48 წლის მამაკაცი შემოვიდა ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის კლინიკაში
ჩივილებით: ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, რომელიც ძლიერდებოდა შესუნთქვის დროს, მშრალი ხველა, ტემპერატურის მომატება – 37,7°C, საერთო სისუსტე.
ანამნეზი: დაავადება დაიწყო ერთი კვირით ადრე. პაციენტმა ამბულატორიულად მიმართა ექიმს. კლინიკური სურათისა და ობიექტური მონაცემების (აუსკულტაცია და პერკუსია) საფუძველზე დადგინდა მარჯვენამხრივი პნევმონია. ამბულატორიულად უტარდებოდა მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია (ამპისიდი 1.5გ 12სთ-ში ერთხელ), ამოსახველებელი (ბრომჰექსანი) და სიცხის დამწევი საშუალებებით, მაგრამ მკურნალობის ფონზე გაუმჯობესება არ აღინიშნა, რჩებოდა ხველა და სუბფებრილური ტენპერატურა. გაკეთდა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა (სურ, 1), გამოვლინდა მარჯვნივ ინფილტრაცია ფილტვის ქსოვილში და გამონაჟონი პლევრის ღრუში მე-3 ნეკნის დონეზე.ººშემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით პაციენტი მოთავსდა ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის კლინიკაში.
შემოსვლისას ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ტემპერატურა 37,7°C. პერიფერიული ლიმფური კვანძები არ ისინჯებოდა.
პერკუტორულად ფილტვებში: პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მარჯვნივ მე-4 ნეკნამდე. მარცხნივ ფილტვის ნათელი ხმიანობა.
აუსკულტაციით: მარცხნივ მკვრივი სუნთქვა, ტარდებოდა ყველა მიმართულებით, ხიხინები არ ისმინებოდა. მარჯვნივ მოყრუების უბანზე სუნთქვა არ ტარდებოდა.ºსუნთქვის სიხშირე 20-22წთ-ში.
გულის აუსკულტაციით: ტონები სუფთა, რითმული, შუილები არ მოისმინებოდა. პულსი 84/წთ-ში. არტერიული წნევა 110/70 მმ. ვწყ.სვ.
მუცელი რბილი, პალპაციით უმტკივნეულო. ღვიძლი და ელენთა ნორმის ფარგლებში.
ფარისებრი ჯირკვალი პალპატორულად პა­თო­ლოგიის გარეშე.
სისხლის საერთო ანალიზი: ედს – 35მმ/სთ, ზომიერად გამოხატული ლეიკოციტოზი – 9.8x 109 ერთ/მლ, ეოზინოფილი – 6%, ლიმფოპენია – 15%.
შარდის საეთო ანალიზი: შეინიშნებოდა ცილის ნიშნები.
ე.კ.გ.: რითმი სინუსური, ელექტრული ღერძის ნორმალური მდებარეობა, მიოკარდიუმის ჰიპერტროფიისა და გამტარობის დარღვევა არ აღინიშნებოდა.
ექოკარდიოგრაფიით: გულის ღრუების ზომები და კედლების სისქე ნორმის ფარგლებში. ზოგადი კუმშვადობის ფუნქცია დარღვევების გარეშე. სარ­ქველები და აორტის კედლები ცვლილებების გარეშე.
გარეგანი სუნთქვის გამოკვლევით გამოვლინდა ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გამოხატული შემცირება 65%-მდე.
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა: პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდა.

სურათი 1. პაციენტი პ.გ. 48 წლის მამაკაცი, გულმკერდის რენტგენოგრამა

პაციენტი კლინიკაში შემოვიდა უკვე არსებული გულმკერდის რენტგენოგრამით (სურ. 1), პათოლოგიური ცვლილებების დაზუსტების მიზნით ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს ჩაუტარდა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია: მარჯვნივ აღენიშნებოდა ფილტვის ქსოვილის არათანაბარი, ინტენსიური გამკვრივება შუა და ქვემო წილებში. პნევმატიზაცია და ვასკულარიზაცია, მარცხნივ შეუცვლელი, ბრონქების სანათურები სეგმენტარულ განშტოებამდე თავისუფალი. მარჯვნივ პლევრის ღრუსა და წილთაშუა ხვრელში სითხე.
კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნა: მარჯვენამხრივი პლევროპნევმონიის სურათი გართულებული ექსუდაციური პლევრიტით.
იმავე დღეს პაციენტს გაუკეთდა მარჯვენა პლევ­რის ღრუს პუნქცია: ევაკუირებული იყო 1,3ლ სეროზული სითხე. პლევრალური გამონაჟონის გამოკვლევისას მიღებული იქნა შემდეგი მონაცემები: სითხე მღვრიე, ცილა – 4,50‰, რივალტას სინჯი დადებითი, pH=8.0, მიკროსკოპიით – ერთეული ლეიკოციტები მხედველობის არეში, ერითროციტები – 10-20 მხედველობის არეში, მეზოთელიუმის ერთეული უჯრედები, ატიპიური უჯრედები არ აღმოჩნდა. შეღებილი პრეპარატის მიკროსკოპიით: ლიმფოციტები – 59, ნეიტროფილები – 41. BK ფლორა არ აღმოჩნდა. ბაქტერიოლოგიური კვლევით მიკროფლორის ზრდა არ აღინიშნა.
იმუნოფერმენტული ანალიზით გამოირიცხა ანთების სპეციფიური ხასიათი ფილტვებში – ტუბერკულოზი.
მკურნალობა
კლინიკაში პაციენტს დაენიშნა მკურნალობა: ცეფოტაქსიმი 3გ დღე-ღამეში ი.მ. და მეტრონიდაზოლი 1გ დღე-ღამეში, მაგრამ ცხელება რჩებოდა და ამიტომ მკურნალობის მე-6 დღეს დანიშნულება შეიცვალა და დაენიშნა აველოქსი ი.ვ. 400 მგ დღე-ღამეში და ექსუდატის გაწოვის მიზნით გლუკოკორტიკოსტეროიდი – მედროლი – 16მგ დღე-ღამეში. მოცემული თერაპიის ფონზე აღინიშნა მკვეთრად დადებითი დინამიკა. აველოქსით მკურნალობის მე-3 დღეს გაკეთებულ საკონტროლო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღინიშნა პლევრის ღრუში სითხის მკვეთრი შემცირება, ასევე ფილტვის ქსოვილის სიმკვრივის გავრცელებისშემცირება. პაციენტი გადაყვანილი იქნა აველოქსის პერორალურ ფორმაზე 400 მგ დღე-ღამეში (7 დღე). ამ მკურნალობის ფონზე ტემპერატურა ნორმალიზდა, ხველა შეწყდა, შემცირდა ლეიკოციტების რაოდენობა 4,0-მდე, ე.დ.ს. – 15 მმ/სთ. რენტგენოლოგიურად (სურ. 2) დადასტურდა დადებითი დინამიკა – პრაქტიკულად გაიწოვა გამონაჟონი პლევრის ღრუში, ფილტვის ქსოვილში არ აღინიშნებოდა ინფილტრაციაც. პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე.

სურათი 2. პაციენტი პ.გ. 48 წლის მამაკაცი, გულმკერდის რენტგენოგრამა. კონტროლი, მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ამრიგად, აველოქსმა რესპირატორული დაავადებების მკურნალობაში, გამოამჟღავნა თავი, როგორც მაღალეფექტურმა პრეპარატმა. რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: აველოქსს სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით აქვს ანტიმიკრობული მოქმედების ფართე სპექტრი, მოქმედებს პენიცილინებისა და მაკროლიდების მიმართ რეზისტენტულ შტამებზე. ახასიათებს სწრაფი და გახანგრძლივებული ბაქტერიოციდული მოქმედება, მაღალი ბიოშეღწევადობა, რომელიც არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღების დროზე: ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, ეს აადვილებს მის გამოყენებას ამბულატორიულ პირო­ბებ­ში. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მის კლინიკურ ეფექტურობას, ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, იგი ქმნის მაღალ კონცენტრაციას, რაც პრეპარატის მოკლე კურსებით, დღე-ღამეში ერთჯერადი მიღებით გამოყენების საშუალებას იძლევა.

აველოქსის, როგორც მაღალეფექტური პრეპარატის გამოყენება როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში რეკომენდებულია რესპირატორული სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს.

ნანახია: 5785 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 13

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.